2019-10-18
ლეუპანას უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორის ული ვილსმაიერის ვიზიტი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე
2019 წლის 15-16 ოქტომბერს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა ვორქშოპი თემაზე: "ინტერ და ტრანსდისციპლინური კვლევის მეთოდოლოგია". ვორქშოპის ფარგლებში სპირეკად მოწვეული იყო ლეუპანას უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი ული ვილსმაიერი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებმა. ვორქშოპის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა კომპლექსური პრობლემების შეფასების, ინტერ და ტრანსდისციპლინური კვლევის კონცეპტუალურ და პრაქტიკულ ასპექტებზე. აღნიშნულმა საკითმა დიდი ინტერესი გამოიწვია, შესაბამისად მოწვეულმა სპიკერმა დამატებით კონსულტაციები გამართა სტუდენტებისათვის. აღნიშნულ ღონისძიებას მასპინძლობდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრა.
17 ოქტომბერს სტუმარი მიიღო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ. საუბარი შეეხო ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს.
« იხ. ყველა სიახლე