2018-12-10

დასაქმების ფორუმი

12 დეკემბერს, ოთხშაბათს, თსუ-ს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ჰოლში ტარდება დასაქმების ფორუმი. ღონისძიება გაგრძელდება 10:00-დან 16:00 საათამდე. ვიწვევთ ყველა ფაკულტეტის და სასწავლო საფეხურის სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და კურსდამთავრებულებს.
40-ზე მეტი დამსაქმებელი, მათ შორის კერძო და საჯარო სფეროს წარმომადგენელი კომპანიები და ორგანიზაციები, გააცნობენ სტუდენტებს სტაჟირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობებს.
Print

« იხ. ყველა სიახლე