2019-10-08

შეხვედრა თბილისის 123-ე სკოლის მოსწავლეებთან

8 ოქტომბერს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები თბილისის 123-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ.  მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლებს თბილისის უნივეწრსიტეტის ისტორიის, მისი მნიშვნელობის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და  კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივების შესახებ ესაუბრენ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი, ფაკულტეტის ფინანსური მენეჯერი აკაკი მიქაბერიძე, ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე მამუკა ხუსკივაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დავით ნერგაძე. მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.







Print

« იხ. ყველა სიახლე