2019-10-17

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრეინინგების კატალოგი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 2019 წლის ივნისი-სექტემბრის თვეში, საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამა წარმატებით გაიარეს და 5 წლის ვადით საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება მიენიჭათ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 5 სტუდენტს.

მემორანდუმის ფარგლებში, თსუ-სა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის თანამშრომლობა გრძელდება და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს შეღავათიანი პირობებით, კვლავაც შეუძლიათ აქტიურად ჩაერთონ განხორციელებულ პროგრამებში.

Print

« იხ. ყველა სიახლე