2019-02-05

შეხვედრები თბილისის საჯარო სკოლებში განახლდა

2019 წლის 5 თებერვალს, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ეწვივნენ თბილისის 161-ე საჯარო სკოლას. გაიმართა შეხვედრა მე-12 კლასელ მოსწავლეებთან, სადაც საუბარი შეეხო უნივერსიტეტში მიღების წინაპირობებს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლის მნიშვნელობას. მომავალი აბიტურიენტები დიდი ინტერესით გაეცნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ძლიერ მხარეებს, მიღწევებსა და შესაძლებლობებს. შეხვედრა  წარმართეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ნინო ფარესაშვილმა, თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრმა, ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილემ მამუკა ხუსკივაძემ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა: აკაკი მიქაბერიძემ და უჩა გოგიშვილმა. მე-12 კლასელებმა ინტერესი გამოხატეს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების მიმართ და სტუმრებს მრავალი  საინტერესო  შეკითხვა დაუსვეს.








Print

« იხ. ყველა სიახლე