სამეცნიერო ხელმძღვანელი
1. სამეცნიერო ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი, დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო დარგში /სპეციალობაში/ მიმართულებაში კვლევის გამოცდილება და შესაბამისი პუბლიკაციები ბოლო 10 წლის განმავლობაში.
2. სამეცნიერო ხელმძღვანელმა შეიძლება უხელმძღვანელოს აქტიური სტატუსის მქონე არაუმეტეს 7 დოქტორანტს.
3. სამეცნიერო ხელმძღვანელი, შესაბამისი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელთან/ხელმძღვანელებთან ერთად კონსულტაციას უწევს დოქტორანტს სასწავლო და კვლევითი პროცესის დაგეგმვისას.
4. სამეცნიერო ხელმძღვანელი კონტროლს უწევს დოქტორანტის სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებას.
5. სამეცნიერო ხელმძღვანელი, ხელმძღვანელობაზე უარის თქმის შემთხვევაში, სწავლის ნე-ბისმიერ ეტაპზე, დასაბუთებულ განცხადებას წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს.
6. ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტს შეიძლება ჰყავდეს ერთზე მეტი სამეცნიერო ხელმძღვანელი.
7. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელსა და სადისერტაციო თემის სათაურს კათედრის ხელმძღვანელის შუამდგომლობით ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო დოქტორანტის ჩარიცხვიდან პირველი ორი სემესტრის განმავლობაში. სადისერტაციო თემის სათაურში ცვლილების შეტანის საკითხს განიხილავს ფაკულტეტის საბჭო.