დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა
1. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი.
2. დოქტორანტის ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ, მისი მომდევნო სემესტრში რეგისტრაციის წინაპირობა არის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და პროგრამის ხელმძღვანელის შუამდგომლობა ფაკულტეტის წინაშე, რომელშიც უნდა დასაბუთდეს სწავლის/კვლევის გაგრძელების მიზანშეწონილობა. დოქტორანტი ვალდებულია დაასრულოს დოქტორანტურაში სწავლისა და კვლევის პროცესი, არა უმეტეს 4 სასწავლო სემესტრისა.
3. დოქტორანტები, რომელთაც შესრულებული აქვთ პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები, სადისერტაციო ნაშრომის დაცვისთვის საჭირო დოკუმენტაციას წარუდგენენ ფაკულტეტს და სადისერტაციო ნაშრომს დაიცავენ უნივერსიტეტში დადგენილი წესით.