დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა


დოქტორანტურაში  სწავლის ხანგრძლივობა

1. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი.
2. დოქტორანტის ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ, მისი მომდევნო სემესტრში რეგისტრაციის წინაპირობა არის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და პროგრამის ხელმძღვანელის შუამდგომლობა ფაკულტეტის წინაშე, რომელშიც უნდა დასაბუთდეს სწავლის/კვლევის გაგრძელების მიზანშეწონილობა. დოქტორანტი ვალდებულია დაასრულოს   დოქტორანტურაში სწავლისა  და  კვლევის  პროცესი,  არა უმეტეს 4  სასწავლო სემესტრისა.
3. დოქტორანტები, რომელთაც შესრულებული აქვთ პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები, სადისერტაციო ნაშრომის დაცვისთვის საჭირო დოკუმენტაციას წარუდგენენ ფაკულტეტს და სადისერტაციო ნაშრომს დაიცავენ უნივერსიტეტში დადგენილი წესით.

გამოქვეყნების თარიღი:2021-03-19 12:02:54