დოქტორანტურაში ჩარიცხვა
1. კონკურსანტი, რომელიც აკმაყოფილებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს, შესაბამის პროგრამაზე მიღების წინაპირობის გათვალისწინებით, დაიშვება გასაუბრებაზე.
2. დოქტორანტობის კანდიდატი გასაუბრებაზე გადის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს მიერ განსაზღვრულ დარგობრივ კომისიასთან, რომლის შემადგენლობა მტკიცდება დეკანის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. გასაუბრებაზე, დოქტორანტობის კანდიდატის შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს წინასწარ დამტკიცებული, საჯარო და ხელმისაწვდომი. შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების პროცედურა რეგულირდება ფაკულტეტის დებულებით
4.გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით პირი დოქტორანტურაში ჩაირიცხება თსუ-ის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. უნივერსიტეტსა და დოქტორანტს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს.