2018-10-10

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელთა შეხვედრა ანტი-პლაგიატის პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით

10 ოქტომბერს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებების საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ანტი-პლაგიატის პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებთ.

პროგრამის შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ქალბატონმა ნატო ჩუბინიძემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო ანტი-პლაგიატის პროგრამა Turnitin, ისაუბრა პროგრამის  შესაძლებლობებსა და აუცილებელ მოთხოვნებზე,  ყურადღება გაამახვილა MOODLE-ის პროგრამაში სასწავლო კურსების განთავსების საჭიროებებზე.

Turnitin-ისა და  MOODLE-ის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების შესასწავლად დაიგეგმა სამომავლო ტრენინგები დაინტერესებული პირებისათვის.

Print

« იხ. ყველა სიახლე