2018-10-22

სამუშაო შეხვედრა ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციასთან დაკავშირებით

2018 წლის 18 ოქტომბერს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციასთან დაკავშირებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა.
სხდომას ესწრებოდნენ: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქ-ნი ეთერ ხარაიშვილი, ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო
პროგრამის ხელმძღვანელები, პროფესორები: აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე, ნოდარ ხადური, ელგუჯა მექვაბიშვილი, რევაზ გველესიანი, იური ანანიაშვილი, სიმონ გელაშვილი, თეიმურაზ ბერიძე.
სხდომაზე დამტკიცდა ცვლილებები ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელთა შემადგენლობაში.
სხდომაზე განიხილეს ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მოდერნიზაციის საკითხები. შემუშავდა სამომავლო გეგმა.

Print

« იხ. ყველა სიახლე