2019-03-18

ტრენინგ-სემინარი - „ავტონომიისა და პასუხიმგებლობის დესკრიპტორთან დაკავშირებული სწავლის შედეგების სწავლება და შეფასება“

15 მარტს, 16:00 საათზე, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგ-სემინარი - „ავტონომიისა და პასუხიმგებლობის დესკრიპტორთან დაკავშირებული სწავლის შედეგების სწავლება და შეფასება“. ტრენინგ-სემინარს გაუძღვა დანიელი ექსპერტი ალექსანდერ სიბონი.
ტრენინგ-სემინარს ესწრებოდნენ აკადემიური პროგრამების განმახორციელებელი და დაინტერესებული პირები. მათ შორის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან: ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბარბაქაძე, ასისტენტ-პროფესორი რუსუდან სეთურიძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტები: ასოცირებული პროფესორი ია ნაცვლიშვილი, ნანა მაისურაძე და ნინო ტალიკაძე.






Print

« იხ. ყველა სიახლე