2018-09-26

სამუშაო შეხვედრა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით

2018 წლის 26 სექტემბერს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა.
სხდომას ესწრებოდნენ: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქ-ნი ირმა გრძელიძე, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქ-ნი ეთერ ხარაიშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელები, პროფესორები: ნუგზარ თოდუა, დავით ნარმანია, თემურ შენგელია, ლევან საბაური, ასოც. პროფესორი ნანა კაციტაძე, ასევე, პროფესორი იოსებ ხელაშვილი, ასოც. პროფესორი ხათუნა ბარბაქაძე.
სხდომაზე ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორად ერთხმად იქნა არჩეული პროფესორი ნუგზარ თოდუა.
სხდომაზე შეფასდა აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნის პროექტი, შემუშავდა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მოდერნიზაციის სამოქმედო გეგმა.

Print

« იხ. ყველა სიახლე