2018-12-17

ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მხარდამჭერი კომიტეტის სხდომა

2018 წლის 14 დეკემბერს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა  ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მხარდამჭერი კომიტეტის სხდომა.
სხდომაზე განიხილეს ტურიზმის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციის საკითხები. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაში შუალედური გამოცდების მე-8 და მე-9 კვირაში ჩატარებას.


Print

« იხ. ყველა სიახლე