2018-11-22

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია

2018 წლის 26 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე განხორციელდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით. აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნების საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია. ვულოცავთ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს ამ წარმატებას. 
Print

« იხ. ყველა სიახლე