2019-06-26

ეკონომოკის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანამანთლებლო პროგრამების შიდა მონიტორინგი

 2019 წლის 25 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამების შიდა მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტი ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამების  შეფასების მიზნით. შიდა მონიტორინგის ჯგუფი წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით:
  • რუსუდან სანაძე - თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი;
  • რუსუდან სეთურიძე - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი;
  • თამარ ჭელიძე- თსუ  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი;
  • ნანა მაისურაძე -   თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
       ვიზიტი წარიმართა წინასწარ შეთანხმებული  გრაფიკის  მიხედვით. კერძოდ, დღის წესრიგი მოიცავდა შემდეგ აქტივობებს :

  • ერთობლივი შეხვედრა ფაკულტეტის დეკანთან,  თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან;
  • შეხვედრა პროგრამის ხელმძღვანელებთან;  
  • შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან;
  • შეხვედრა მოწვეულ პერსონალთან;  
  • შეხვედრა სტუდენტებთან;  
  • შეხვედრა კურსდამთავრებულებთან;
  • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დათვალიერება;  
  • სამაგისტრო ნაშრომების გადახედვა.  
       შიდა მონიტორინგის ჯგუფმა ჩაატარა დღის წესრიგით გათვალისიწინებული ყველა შეხვედრა, გაეცნო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. ვიზიტი მიმდინარეობდა მშვიდ და საქმიან გარემოში,  ვიზიტის ბოლოს შიდა მონიტორინგის ჯგუფმა საკუთარი მიგნებები გააცნო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებ სა  და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.










Print

« იხ. ყველა სიახლე