საერთაშორისო სამეცნიერო ლიტერატურის მონაცემთა ბაზები და საძიებო სისტემები

სამეცნიერო ლიტერატურის 
მონაცემთა ბაზები, საძიებო სისტემები

Scopus - რეცენზირებადი ლიტერატურის თეზისებისა და ციტირების ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზა. 


  • European Science Foundation
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგებში ციტირების ინდექსის გამოვლენა არის ერთობლივი პროექტი (ERIH), რომლსაც აფინანსებს ESF–ი და ევროკომისია პროექტის ERA-Net „ჰუმანიტარული მეცნიერებები ევროპული კვლევების არეალში“  ფარგლებში.

ERIH-ი არის მონაცემთა ბაზა (არსებული  European Science Foundation  ფარგლებში), რომელშიც წარმოდგენილია მეცნიერების სხვადასხვა დარგის, მათ შორის ჰუმანიტარული მიმართულებების, არაერთი მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალი, პუბლიკაციები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბაზა მომხმარებელს სთავაზობს სამეცნიერო პუბლიკაციების/სტატიების სრულ ვერსიებს. მონაცემები აღნიშნულ ბაზაში სეგმენტირებულია, წარმოდგენილია მიმართულებების მიხედვით, ამდენად მისი საძიებო სისტემა მოქნილი და ყველასთვის ხელმისაწვდომია. 

ERIH-ის არსებობა და რეფერირებადი ჟურნალების ჩამონათვალი ხელს უწყობს ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში კვლევების იდენტიფიცირებას, პოპულარიზაციას, ხელმისაწვდომობას, ეროვნული მეცნიერული მიღწევების  საერთაშორისო სტანდარტებთან შეფარდებას. 

მონაცემთა ბაზაში განთავსებულია ჟურნალები შემდეგი სფეროებიდან:

ფილოსოფია, მეცნიერების ფილოსოფია, ისტორია, ეთნოლოგია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ფილოლოგია, რელიგიათმცოდნეობა, განათლების მეცნიერებები.
დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მოძიება შეუძლიათ შემდეგ მისამართზე: http://www.esf.org/research-areas/humanities/erih-european-reference-index-for-the-humanities/erih-initial-lists.html.

გთავაზობთ ჟურნალების ჩამონათვალს დარგების მიხედვით:
  

  


  • Thomson Scientific Foundation - არის დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზა, რომელშიც წარმოდგენილია არაერთი სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი, მათ შორის ჰუმანიტარული დარგებიდან.
დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მოძიება შეუძლიათ შემდეგ მისამართზე: www.thomsonscientific.com 

ჟურნალების ჩამონათვალი Thomson Scientific Foundation-ის მონაცემთა ბაზიდან მიმართულებების მიხედვით: 



Jstor - გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების მონაცემთა ბაზა

გამოქვეყნების თარიღი:2016-03-16 10:13:32