2020-09-22
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა მესამე საფაკულტეტო კონფერენცია
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა
მესამე საფაკულტეტო კონფერენცია
მესამე საფაკულტეტო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მართავს სტუდენტთა მესამე საფაკულტეტო კონფერენციას. კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობას და დარგთა შორის კვლევებს, ჰუმანიტარული და სხვა ფაკულტეტების სტუდენტებს განუვითაროს აკადემიური და სამეცნიერო უნარ-ჩვევები. აამაღლოს სტუდენტთა ინტერესი ქართველოლოგიური დარგების შესწავლისა და კვლევის მიმართ.
სტუდენტთა მესამე საფაკულტეტო კონფერენცია ჩატარდება 2020 წლის 16-18 დეკემბერს.
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული საფრთხეების გამო, სიმპოზიუმის მუშაობა დაგეგმილია ონლაინ ფორმატში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.
« იხ. ყველა სიახლე