2020-07-07

საგრანტო პროექტის – „ანთიმოზ ივერიელი-ევროპული სააზროვნო სივრცის ნაწილი“ (# FR-19-7625) – სემინარი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ  2019 წელს გამოცხადებულ ფუნდამენტურ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის „ანთიმოზ ივერიელი-ევროპული სააზროვნო სივრცის  ნაწილი“ (# FR-19-7625) ფარგლებში ა.წ. 10 ივლისს 11.30 საათზე ზუმის პლატფორმაზე ჩატარდება თეორიული სემინარი, რომელიც ეძღვნება ანთიმოზ ივერიელის შემოქმედების თეოლოგიურ, ფილოსოფიურ და კულტუროლოგიულ ანალიზს. სემინარის მუშაობაში ჩაერთვება პროექტის უცხოელი კონსულტანტი, ბუქარესტის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე,  პროფესორი ვიორელ ვიზურეანუ.
Print

« იხ. ყველა სიახლე