2020-01-21

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია – სტუდენტთა ქართველოლოგიური კვლევები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ენის კვირეულის ფარგლებში (13-17 აპრილი) გამართავს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 26 მარტამდე უნდა გამოგზავნონ თეზისები  შემდეგ მისამართზე: javakhishvili140student@tsu.ge

 

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი.

მსჯელობა – 5 წუთი.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

 

 

თეზისების გაფორმების წესი:

 

მომხსენებლის სახელი, გვარი;

ორგანიზაცია;

სწავლების საფეხური;

მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;

მოხსენების სათაური;

ფონტი: sylfaen

ფონტის ზომა: 12

ინტერვალი: 1,5

მოცულობა: მაქსიმუმ 200 სიტყვა


სავალდებულოა პროფესორის,  სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი  დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია ამ სახით დაიბეჭდოს კონფერენციის მასალებში.  

 

კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული.

 

საკონტაქტო პირი:  ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი

თსუ, I კორპუსი, ოთახი 204

ტელეფონი: +99532 221101 (255)
Print

« იხ. ყველა სიახლე