2020-02-26
სტუდენტთა მუდმივმოქმედი სემინარი „კრიტიკა და მხატვრული შემოქმედება“
2019-20 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან იწყება სტუდენტთა მუდმივმოქმედი სემინარი „კრიტიკა და მხატვრული შემოქმედება“. კურსი მოიცავს მხატვრული შემოქმედების ფუნდამენტური საკითხების განხილვას, კრიტიკული ანალიზს, მხატვრული ნაწარმოების შეფასებას და სხვ.
მუდმივმოქმედი სემინარის კურსში გათვალისწინებულია ქართული და უცხოური ლიტერატურული ნაწარმოებების შესწავლას და ანალიზი, შეხვედრები ცნობილ მწერლებთან და მეცნიერებთან.
კურსი განკუთვნილია თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ყველა საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე, დაინტერესებული ფართო აუდიტორიისთვის.
სტუდენტთა მუდმივმოქმედ სემინარს
„კრიტიკა და მხატვრული შემოქმედება“ გაუძღვება მწერალი და კრიტიკოსი როსტომ ჩხეიძე.
შეხვედრები ჩატარდება ოთხშაბათობით, თსუ პირველი კორპუსის 023-ე აუდიტორიაში. დასაწყისი 16. 00 საათზე.
« იხ. ყველა სიახლე