2020-03-09
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „პოლონეთი – საქართველო. ორსაუკუნოვანი დიალოგი“
პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი (პოლონეთი), საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია“, მსოფლიო თანამეგობრობა „ვსპულნოტა პოლსკა“ 2020 წლის 25-26 ივნისს გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „პოლონეთი – საქართველო. ორსაუკუნოვანი დიალოგი“ მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია ეძღვნება კავშირ „პოლონიას“ მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს.
დაგეგმილია შემდეგი სექციების მუშაობა:
1. ისტორია და პოლიტოლოგია.
2. ლიტერატურა და ვერბალური კომუნიკაციები
3. კულტურა და ხელოვნება
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, პოლონური და რუსული.
რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი;
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 15 მაისამდე უნდა გამოგზავნონ მოხსენების თეზისები ორ ენაზე – ქართულად და ინგლისურად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: larmaria19@yahoo.com ან maicha@mail.ru.
თეზისების გაფორმების წესი:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
ორგანიზაცია;
აკადემიური ხარისხი;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
ფონტი: Sylfaen (ქართულისთვის), Times New Roman (ინგლისურისთვის)
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 300-500 სიტყვა
მოხსენებათა ტექსტები დაიბეჭდება კონფერენციის შემდეგ და მათი გაფორმების წესებს გამოგიგზავნით 25 მაისს.
კონფერენციაში მონაწილე მომხსენებელთათვის განსაზღვრულია სარეგისტრაციო
გადასახადი:
ქართველი მომხსენებლებისთვის – 80 ლარი;
უცხოელი მომხსენებლებისთვის – 80 ევრო
ქართველი თანაავტორობისათვის (ორი თანაავტორი) – 110 ლარი;
უცხოელი თანაავტორებისათვის – 110 ევრო;
ქართველი დოქტორანტებისთვის – 50 ლარი;
უცხოელი დოქტორანტებისთვის – 50 ლარი
სარეგისტრაციო თანხაში შედის:
კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე დასწრება – 25 ივნისი, 2020;
კონფერენციის ყველა სესიაზე დასწრება –25-26 ივნისი 2020;
კონფერენციის პროგრამა/მასალები, კონფერენციის მოხსენებათა კრებული, სერტიფიკატი;
ფურშეტი;
კულტურული პროგრამა.
კონფერენციის პროგრამაში თეზისის ჩართვის შემდეგ, გთხოვთ, 2020 წლის 25 მაისამდე დაფაროთ სარეგისტრაციო გადასახადი.
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები:
ანგარიში ეროვნულ ლარში (GEL):
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: 204864548;
საკუთარი შემოსავლები
სსიპ თსუ მიერ გაწეული მომსახურების სამსახური
მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ეროვნული ანგარიში;
მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა;
ბანკის კოდი – TRESGE22;
მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708967253.
გადარიცხვისას მიუთითეთ:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „პოლონეთი – საქართველო. ორსაუკუნოვანი დიალოგი“.
საკონტაქტო პირები: საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი მარია ფილინა, საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: პროფესორი დავით გოცირიძე, ანა რადეცკა
« იხ. ყველა სიახლე