2015-08-31
ბრძანება №:42
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2014–2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბაკალავრიატის სტუდენტ მარიამ გომელაურის საბაკალავრო ნაშრომის დაცვის კომისიისა შემადგენლობის და დაცვის ვადის განსაზღვრის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2014–2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მაგისტრანტ ნინო ბაცანაძის სამაგისტრო ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგნელობის და დაცვის ვადის განსაზღვრის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2014–2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მაგისტრანტ ლელა ლემონჯავას მიმდინარე გამოცდების ჩაბარების ვადის განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის და ჰუმანიტარულ მეცნირებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის N39, N40 და N41 ბრძანების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. 2014–2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბაკალავრიატის სტუდენტ მარიამ გომელაურის საბაკალავრო ნაშრომის დაცვის ვადად განისაზღვროს 2015 წლის 11 სექტემბერი, თსუ, პირველი კორპუსი, 10:00 საათი, სახვითი ხელოვნების აკადემია.
2. 2014–2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბაკალავრიატის სტუდენტ მარიამ გომელაურის საბაკალავრო ნაშრომის დაცვის კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლევან სილაგაძე – ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ) ვლადიმერ ასათიანი – ასისტენტ პროფესორი
გ) გრიგოლ კვატაშიძე – მოწვეული პედაგოგი
დ) მახლაზ კახაშვილი – მოწვეული პედაგოგი
ე) ანდრო ამბარცუმიანი – ლაბორანტი, კომისიის მდივანი
3. 2014–2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მაგისტრანტ ნინო ბაცანაძის სამაგისტრო ნაშრომის დაცვის ვადად განისაზღვროს 2015 წლის 11 სექტემბერი, თსუ, მეხუთე კორპუსი, 12:00 საათი, N102- ე აუდიტორია.
4. 2014–2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მაგისტრანტ ნინო ბაცანაძის სამაგისტორ ნაშრომის დაცვის კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა) აპოლონ სილაგაძე – აკადემიკოსი, კომისიის თავმჯდომარე
ბ) გოჩა ჯაფარიძე – პროფესორი
გ) ირინე ტატიშვილი – პროფესორი
დ) მარინე ჯიქია – პროფესორი
ე) მარიამ ჩაჩიბაია – ასოცირებული პროფესორი
ვ) ნომადი ბართაია – ასოცირებული პროფესორი
ზ) ნათია ჩანტლაძე – ასოცირებული პროფესორი
თ) ნინო ეჯიბაძე – კომისიის მდივანი
5. 2014–2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მაგისტრანტ ლელა ლემონჯავას მიმდინარე გამოცდების ჩაბარების ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2015 წლის 14 სექტემბრისა.
6. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
7. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი /დარეჯან თვალთვაძე/