2015-09-29
ბრძანება №:44

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2014–2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მაგისტრანტ ნინო ბაცანაძის სამაგისტრო ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობის და დაცვის ვადის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის და ნინო ბაცანაძის 2015 წლის 11 სექტემბრის მომართვის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. 2014–2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მაგისტრანტ ნინო ბაცანაძის სამაგისტრო ნაშრომის დაცვის ვადად განისაზღვროს 2015 წლის 9 ოქტომბერი, თსუ,  მე–5 კორპუსი,16:00 საათი, N 104- ე აუდიტორია.
2. 2014–2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მაგისტრანტ  ნინო ბაცანაძის სამაგისტორ ნაშრომის დაცვის კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა) აპოლონ სილაგაძე – აკადემიკოსი, კომისიის თავმჯდომარე
ბ) გოჩა ჯაფარიძე – პროფესორი
გ) ირინე ტატიშვილი – პროფესორი
დ) მარინე ჯიქია – პროფესორი
ე) მარიამ ჩაჩიბაია – ასოცირებული პროფესორი
ვ) ნომადი ბართაია – ასოცირებული პროფესორი
ზ) ნათია ჩანტლაძე – ასოცირებული პროფესორი
თ) ნინო ეჯიბაძე – კომისიის მდივანი
3. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი  პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა 
ფაკულტეტის დეკანი       /დარეჯან თვალთვაძე/
« უკან დაბრუნება