2014-07-09
ბრძანება №:40

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2013–2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბაკალავრიატის სტუდენტ თამთა თითმერიას საბაკალავრო ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვის ვადის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“  და განმცხადებელი სტუდენტის 2014 წლის 7 ივლისის განცხადების საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.    თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2013–2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში  არაბისტიკის სპეციალობის VIII სემესტრის სტუდენტ თამთა თითმერიას საბაკალავრო ნაშრომის დაცვის ვადად განისაზღვროს 2014 წლის 16 ივლისი,10:00 საათი, მე–5 კორპუსი,  313–ე აუდიტორია.
2.    დამტკიცდეს  თამთა თითმერიას საბაკალავრო ნაშრომის დაცვის კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1)    აპოლონ სილაგაძე– პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე.
2)    მაია ანდრონიკაშვილი– ასოცირებული პროფესორი
3)    დარეჯან გარდავაძე– ასოცირებული პროფესორი
4)    ნინო ეჯიბაძე– ასოცირებული პროფესორი
5)    გიორგი ლობჟანიძე – ასოცირებული პროფესორი
6)    მარიამ ნანობაშვილი– ასოცირებული პროფესორი
7)    გოჩა ჯაფარიძე– პროფესორი
8)    ნანი გელოვანი– ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი


3.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4.     ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი  პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5.     ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი                            / დარეჯან თვალთვაძე/


« უკან დაბრუნება