2014-04-30
ბრძანება №:18
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–5 მუხლის მე–2 ნაწილისა და 30–ე მუხლის მე–4 ნაწილისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რექტორის 2014 წლის 16 აპრილის ბრძანების (N 55/01-01) საფუძველზე,
ვბრძანებ:
1) შეიქმნას თსუ– ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მუდმივმოქმედი კომისია, დიპლომისთვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების დადგენისთვის, თსუ– ის რექტორის 2014 წლის 16 აპრილის ბრძანების (N55/01-01) მიზნებიდან გამომდინარე.2) კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით
1. თედო დუნდუა – კომისიის თავმჯდომარე
2. ლევან სილაგაძე
3. დემურ ჯალაღონია
4. ნინო სურმავა
5. გვანცა ჭანტურია
6. ნელი ნიკოლეიშვილი
7. ანა ჟორჟოლიანი
8. ნანა გაფრინდაშვილი
9. თეიმურაზ პაპასქირი
10. ზვიად მურადაშვილი
11. ლევან ჟორჟოლიანი
12. დარეჯან გარდავაძე –კომისიის მდივანი
3) ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
4) ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5) ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი / დარეჯან თვალთვაძე/
« უკან დაბრუნება