2017-06-29
ბრძანება №:37
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/ სტუდენტების შერჩევის განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/ სტუდენტების შერჩევის განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 09 ივნისის №49/2014 და 2017 წლის 17 მაისის N54/2017 დადგენილების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 05 ივნისის სხდომაზე დამტკიცებული ,,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/ სტუდენტების შერჩევის კრიტერიუმებისა და ვადების განსაზღვრის წესი“ -ის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. განისაზღვროს ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/ სტუდენტების შერჩევის განმხილველი კომისია შემდეგი შემადგენლობით :
1) ნანი გაფრინდაშვილი– ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, კომისიის თავმჯდომარე.3. კომისია უფლებამოსილია ბრძანების გამოქვეყნებიდან 1 წლის ვადით.
2) თეიმურაზ პაპასქირი– ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
3) თედო დუნდუა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
4) ზვიად მურადაშვილი– ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი.
5) ეკატერინე ნავროზაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი,
6) დარეჯან გარდავაძე - ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი
7) ომარ ოქროპირიძე - სამართლებრივი სპეციალისტი ( იურისტ -კონსულტანტი)
4.ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი /ნანი გაფრინდაშვილი/
« უკან დაბრუნება