2014-07-02
ბრძანება №:37
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სააპელაციო კომისიის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტ შოთა ბელთაძის 2014 წლის 2 ივლისის განცხადების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შეიქმნას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სააპელაციო კომისია, რათა ხელახლა შესწორდეს განმცხადებელი სტუდენტის 2014 წლის 20 ივნისის საგამოცდო ნაშრომი საგანში „შესავალი ენათმეცნიერებაში“ .
2. სააპელაციო კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
1) მერი ნიკოლაიშვილი– კომისიის თავმჯდომარე
2) თინათინ ბოლქვაძე
3) მარინა ივანიშვილი
3. სააპელაციო კომისიის მუშაობის შედეგები წერილობითი სახით წარმოდგენილ იქნას ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში არაუგვიანეს 2014 წლის 4 ივლისისა.
4. განმცხადებელი სტუდენტი უფლებამოსილია დაესწროს კომისიის სხდომას.
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი / დარეჯან თვალთვაძე/
« უკან დაბრუნება