2020-08-24
ბრძანება №:15

სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით დოკუმენტების მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება


სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის და  ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით დოკუმენტების მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ემუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების  _  "სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ.), სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  რექტორის
2020 წლის 7 ივლისის ბრძანებების N 128/01-01 და N 127/01-01 საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.    დამტკიცდეს    ჰუმანიტარულ    მეცნიერება    თაფაკულტეტზე    საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
1) თამარ მოკვერაშვილი - აპარატის უფროსი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი.
2) მარიამ ბაკურიძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
3)    ხატია   ხატიაშვილი   -   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
2. საკონკურსო დოკუმენტები დადგენილი წესის შესაბამისად მიიღება 2020 წლის
27 აგვისტოდან 2020 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით 12:00-დან 16:00 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N1 (I კორპუსი).

3. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. « უკან დაბრუნება