2014-08-05
ბრძანება №:48

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სააპელაციო კომისიების შექმნის და კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის  და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის VI სემესტრის სტუდენტების გიორგი ჯღარკავას, მარიამ მოთიაშვილის, ნატო თავაძის, გურამ ასათიანის, ნინო ბიწაძისა და ლაშა ყრუაშვილი განცხადებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შეიქმნას  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სააპელაციო კომისიები, რათა ხელახლა შესწორდეს საგნების „ლიტერატურის თეორია“(გიორგი ჯღარკავა), „ანტიკური ქვეყნების ისტორია“(მარიამ მოთიაშვილი, ნატო თავაძე, გურამ ასათიანი) , „ისტორიული კვლევის მეთოდები“(ლაშა ყრუაშვილი), „ანტიკური სამყაროს ხელოვნება“ (ნინო ბიწაძე)  განმცხადებელი სტუდენტების საფინალო საგამოცდო ნაშრომები.

2.    კომისიების დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
1)    ლიტერატურის თეორია:
ა)ირმა რატიანი– კომისიის თავმჯდომარე
ბ)რამაზ ჭილაია
გ)სოლომონ ტაბუცაძე

2)    ანტიკური ქვეყნების ისტორია:
ა)ლევან გორდეზიანი–კომისიის თავმჯდომარე
ბ)თემურ თოდუა

3)    ისტორიული კვლევის მეთოდები:
ა)მერაბ კალანდაძე– თავმჯდომარე
ბ)თამარ ანთაძე
გ)მიხეილ ქართველიშვილი

4)    ანტიკური სამყაროს ხელოვნება:
ა)ზაზა სხირტლაძე– კომისიის თავმჯდომარე
ბ)ირინა კოშორიძე
გ)ნათელა ჯაბუა

3.    სააპელაციო კომისიების მუშაობის  შედეგები წერილობითი სახით წარმოდგენილ იქნას ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში არაუგვიანეს 2014 წლის 8 აგვისტოს.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
5.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
6.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანის
მოვალეობის შემსრულებელი                                                     / თედო დუნდუა/


« უკან დაბრუნება