2014-07-15
ბრძანება №:41

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 25 ივნისის N34 ბრძანების მე–2 მუხლის 2.10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ და პროფესორ ქეთევან გაბუნიას 2014 წლის პირველი ივლისის განცხადების (N2792)  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შევიდეს ცვლილება თსუ ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 25 ივნისის N34 ბრძანების მე–2 მუხლის 2.10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
„2.10 რომანული ფილოლოგია:
  ა)   ფრანგული ფილოლოგია,    ესპანური ფილოლოგია, იტალიური ფილოლოგია
ა.ა. ნანა გუნცაძე– კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, რომანული ფილოლოგიის (ფრანგული ფილოლოგია) მიმართულება.
ა.ბ. მარინა კობეშავიძე–  ასოცირებული პროფესორი, რომანული ფილოლოგიის (ესპანური ფილოლოგია) მიმართულება.
ა.გ. მაია ჯავახიძე– ასოცირებული პროფესორი, რომანული ფილოლოგიის (იტალიური ფილოლოგია) მიმართულება.
ა.დ. ბელა ხაბეიშვილი–  ასისტენტ– პროფესორი, რომანული ფილოლოგიის (ფრანგული ფილოლოგია) მიმართულება.
ა.ე. ნინო ჭრიკიშვილი–  ასისტენტ–პროფესორი, რომანული ფილოლოგიის (ესპანური ფილოლოგია) მიმართულება“

2.    ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
3.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი  პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი                                / დარეჯან თვალთვაძე/

« უკან დაბრუნება