2018-03-15
ბრძანება №:15

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ანთროპოლოგიის დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად თეა ქამუშაძეს სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ანთროპოლოგიის დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად თეა ქამუშაძეს სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შესახებ

     „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 5 დეკემბრის N143 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  და სადისერტაციო საბჭოს დებულების“ მე–5 ნაწილის 5.2 და 5.3 პუნქტების, ჰუმანიტარულ მეცნირებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გამგეობის 2018 წლის 12 მარტის (N44) და დისერტანტ თეა ქამუშაძეს 2018 წლის 15 მარტის მომართვის (N6867/27) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ანთროპოლოგიის  დოქტორის (Ph.D) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად თეა ქამუშაძეს  დისერტაციის ( ,, ქალაქის სახის ფორმირება და პოსტსაბჭოთა ტრანსფორმციები ( ქ. რუსთავის მაგალითზე)“ ) დაცვა გაიმართოს 2018 წლის 12 აპრილს, 17 სთ-ზე, თსუ-ის I  კორპუსში, 214– ე აუდიტორიაში.
2. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა 
ფაკულტეტის  დეკანი                  /ნანა გაფრინდაშვილი/ 
« უკან დაბრუნება