2014-06-06
ბრძანება №:29
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით დოკუმენტების მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 07 მაისის №31 დადგენილებით დამტკიცებული „ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ №1 დანართის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებისა და უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 7 maisis №65/01-01 ბრძანების „ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
1) თამარ მოკვერაშვილი - აპარატის უფროსი
2) ხატია ხატიაშვილი - უფროსი სპეციალისტი
3) ლევან ჟორჟოლიანი -უფროსი სპეციალისტი (იურისტ-კონსულტანტი) .
2. საკონკურსო დოკუმენტები დადგენილი წესის შესაბამისად მიიღება 2014 წლის 9 ივნისიდან 2014 წლის 20 ივნისის ჩათვლით, 09:30 -დან 18:00 საათამდე, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი №1(თსუ-ს I კორპუსი), II სართული, ოთახი №207
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი / დარეჯან თვალთვაძე/
« უკან დაბრუნება