2014-10-16
ბრძანება №:55

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრის არჩევნების თარიღის განსაზღვრის, საარჩევნო კომისიის შექმნისა და კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტრაულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საბჭოს  2014 წლის 8 ოქტომბრის სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N 10) და ფაკულტეტის დებულების  მე-6 მუხლის მე-14  პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.    ფაკულტეტის საბჭოს წევრის არჩევნები ჩატარდეს  2014 წლის 31 ოქტომბერს.

2. განისაზღვროს ერთი ვაკანტური ადგილი ქართული ენის სასწავავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის წარმომადგენელისათვის.

3. საბჭოს წევრობის მსურველი ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის აკადემიური პეროსონალის განცხადებების მიღება (განცხადების ფორმა- დანართი N1) საბჭოს წევრობის კანდიდატად დარეგისტრირების თხოვნით მოხდეს  2014 წლის 20 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით  ფაკულტეტის კანცელარიაში ( თსუ პირველი კორპუსი, ოთახი N 207, 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით).

5.    საბჭოს წევრის ასარჩევად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნიკოლეიშვილი მერი – ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის უფროსი სპეციალისტი ( კომისიის თავმჯდომარე)
ბ) ახალაია ნატო – სასწავლო პროცესის მართვის უფროსი სპეციალისტი ( კომისიის წევრი)
გ) მადუაშვილი მაია – ქართული ენის ინსტიტუტის პროფესორის ასიტენტი ( კომისიის მდივანი)

6.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
7.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
8.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი                                / დარეჯან თვალთვაძე/

« უკან დაბრუნება