2017-06-27
ბრძანება №:36

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამაზე საბუთების მიღების ვადებისა და განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ.

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამაზე საბუთების მიღების ვადებისა და განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 08 ივნისი N108/01-01 და 2017 წლის 08 ივნისის N111/01-01 ბრძანებისა და  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 23 მაისის №7754/27 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. განისაზღვროს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების მსურველების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების მიმღები კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1) ეკატერინე ნავროზაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის თავჯდომარე.
2)დარეჯან გარდავაძე - ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი
3) სოფიო პაპიაშვილი - ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
4) ფიქრია ვარდოსანიძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი
5) ომარ ოქროპირიძე - სამართლებრივი სპეციალისტი ( იურისტ -კონსულტანტი)
2. კონკურსში მონაწილე მსურველი დოქტორანტთა საბუთები მიიღება 2017 წლის 26 ივნისიდან - 1 ივლისის და 29აგვისტოდან - 4 სექტემბრის ჩათვლით. საბუთები წარმოდგენილ იქნეს თსუ, პირველი კორპუსი, 204-ე ოთახი, 10:00-17:00 საათამდე. შესვენება 13:00 -14:00 საათი.
3. დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებები არ განიხილება.
4. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის  დეკანი                /ნანი გაფრინდაშვილი/
« უკან დაბრუნება