2014-06-18
ბრძანება №:30
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სკანდინავიური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ნინო მაზმიაშვილის და მარიამ მაღლაკელიძის საბაკალავრო ნაშრომების დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვის ვადების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ და ამვე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სკანდინავისტიკის ცენტრის ხელმძღვანელის პროფესორ კახაბერ ლორიას 2014 წლის 16 ივნისის განცხადების (N2470) საფუძველზე,
ვბრძანებ:1. სკანდინავიური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ნინო მაზმიაშვილის და მარიამ მაღლაკელიძის საბაკალავრო ნაშრომების დაცვის ვადად განისაზღვროს 2014 წლის 20 ივნისი, 10:30 საათი, მე– 2 კორპუსი, 054აუდიტორია.
2. შეიქმნას აღნიშნული სტუდენტების საბაკალავრო ნაშრომების დაცვის კომისია შემდეგი შემადგნელობით:
1) ეკატერინე ნავროზაშვილი– კომისიის თავმჯდომარე
2) კახაბერ ლორია
3) ტრისტან მახაური
4) ლია ჩაფიძე
5) ნინო წერეთელი – კომისიის მდივანი
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი / დარეჯან თვალთვაძე/
« უკან დაბრუნება