2018-02-20
ბრძანება №:12
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2017–2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბაკალავრიატის სტუდენტ მარიამ წულუკიძის საბაკალავრო ნაშრომის დაცვის ვადისა და დაცვის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2017–2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბაკალავრიატის სტუდენტ მარიამ წულუკიძის საბაკალავრო ნაშრომის დაცვის ვადისა და დაცვის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ და სტუდენტ მარიამ წულუკიძის 2018 წლის 12 თებერვლის განცხადების N2073/27 საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.
2017–2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტ მარიამ წულუკიძის საბაკალავრო ნაშრომის დაცვის ვადად განისაზღვროს 2018 წლის 28 თებერვალი, 11 : 00 საათი, თსუ V კორპუსი, 104 აუდიტორია
2.
დამტკიცდეს საბაკალავრო ნაშრომის დაცვის კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მარიკა ჯიქია - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავჯდომარებ) ნანული კაჭარავა - ასოცირებული პროფესორიგ) ქეთევან ლორთქიფანიძე - ასოცირებული პროფესორიდ) თამარ ალფენიძე - ასოცირებული პროფესორიე) ელისაბედ ბჟალავა - ასოცირებული პროფესორივ) გუჯა ქუთათელაძე - დოქტორანტი, კომისიის მდივანი
3.
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
4.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5.
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი
/ ნანი გაფრინდაშვილი/
« უკან დაბრუნება