2017-03-22
ბრძანება №:14
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით დოკუმენტების მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით დოკუმენტების მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 07 მაისის №31 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ N1 დანართის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებისა, თსუ რექტორის 2017 წლის 07 მარტის N 41/01-01 ბრძანების ,, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ და თსუ რექტორის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ 2017 წლის 07 მარტის N42/01– 01 ბრძანების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
1) თამარ მოკვერაშვილი – აპარატის უფროსი, კანცელარიის უფროსი.
2) ხატია ხატიაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
3) თინათინ ჩოლოყაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
2. საკონკურსო დოკუმენტები დადგენილი წესის შესაბამისად მიიღება 2017 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 18 აპრილის ჩათვლით, 09:30 -დან 18:00 საათამდე, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი №1(თსუ-ს I კორპუსი), II სართული, ოთახი №207.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი /ნანი გაფრინდაშვილი/
« უკან დაბრუნება