2013-11-28
ბრძანება №:48
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2013–2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო კომისიისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 30–ე მუხლის მე–4 ნაწილის, თსუ–ს რექტორის 2013 წლის 26 ნოემბრის „პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ 154/01–01 ბრძანების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს 2012–2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) თეიმურაზ პაპასქირი – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ბ) თედო დუნდუა – დეკანის მოადგილე
გ) გვანცა ჭანტურია – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
დ) ლევან სილაგაძე – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
ე) ზვიად მურადაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
ვ) ლევან ჟორჟოლიანი – უფროსი სპეციალისტი (იურისტ-კონსულტანტი)
ზ) მაია მადუაშვილი - პროფესორის ასისტენტი
თ)ნინო კვირიკაშვილი – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
ი) ნინო სურმავა – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
2. დამტკიცდეს ამ ბრძანების N1 დანართით განსაზღვრული 2013–2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისთვის კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმები.
3. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე
« უკან დაბრუნება