2018-07-06
ბრძანება №:25
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/ სტუდენტების შერჩევის განმხილველი კომისიის შექმნის შესახებსსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/ სტუდენტების შერჩევის განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/ სტუდენტების შერჩევის განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 09 ივნისის №49/2014 და 2017 წლის 17 მაისის N54/2017 დადგენილების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 05 ივნისის სხდომაზე დამტკიცებული ,,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/ სტუდენტების შერჩევის კრიტერიუმებისა და ვადების განსაზღვრის წესი“ -ის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/ სტუდენტების შერჩევის განმხილველი კომისია შემდეგი შემადგენლობით :
1) ნანა გაფრინდაშვილი– ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, კომისიის თავმჯდომარე.2) თეიმურაზ პაპასქირი– ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე3) თედო დუნდუა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე4) ზვიად მურადაშვილი– ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი.5) ეკატერინე ნავროზაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი,6) დარეჯან გარდავაძე - ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი7) ომარ ოქროპირიძე - სამართლებრივი სპეციალისტი ( იურისტ -კონსულტანტი)
3. კომისია უფლებამოსილია ბრძანების გამოქვეყნებიდან 1 წლის ვადით.
4.ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი
« უკან დაბრუნება