2015-12-31
ბრძანება №:57
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არქეოლოგიის დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ქრისტინე შავლაყაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შესახებ
ვბრძანებ:
1. არქეოლოგიის დოქტორის (Ph.D) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ქრისტინე შავლაყაძის დისერტაციის („ქიოსური ამფორების იმპორტი ბერძენთა განსახლების არეალში (ძვ. წ. VII–I საუკუნეებში)“) დაცვა გაიმართოს 2016 წლის 20 იანვარს, 16 სთ-ზე, თსუ-ის I კორპუსში, 214– ე აუდიტორიაში.
2. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანის
მოვალეობის შესრულებელი /ნანიგაფრინდაშვილი/
« უკან დაბრუნება