2015-09-24
ბრძანება №:43

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2014–2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბაკალავრიატის სტუდენტ ნათია ცქიტიშვილის საბაკალავრო ნაშრომის დაცვის ვადის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. 2014–2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტ ნათია ცქიტიშვილის საბაკალავრო ნაშრომის დაცვის ვადად განისაზღვროს 2015 წლის 30 სექტემბერი, 12:00 საათი, თსუ, მე-5 კორპუსი, 229– ე აუდიტორია.
2. საბაკალავრო ნაშრომის დაცვის კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
   ა. ქეთევან გაბუნია– პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
   ბ. მარინა კობეშავიძე– ასოცირებული პროფესორი
   გ. მაია ჯავახიძე– ასოცირებული პროფესორი
   დ. ციური ახვლედიანი– პროფესორი ემერიტუსი
   ე. ნინო ჭრიკიშვილი– ასისტენტ პროფესორი
   ვ. სალომე კენჭოშვილი– ასისტენტ პროფესორი, კომისიის მდივანი
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
4. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა 
ფაკულტეტის დეკანი                                                             /დარეჯან თვალთვაძე/

« უკან დაბრუნება