2014-07-09
ბრძანება №:39

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2013–2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მაგისტრანტ თამარ ლეჟავას სამაგისტრო ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვის ვადის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ და პროფესორ რისმაგ გორდეზიანის 2014 წლის 7 ივლისის განცხადების(N2712) საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2013–2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში  მაგისტრანტ თამარ ლეჟავას სამაგისტრო ნაშრომის დაცვის ვადად განისაზღვროს 2014 წლის 11 ივლისი, 12:00 საათი, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი, VIII კორპუსი, 221-ე აუდიტორია.
2.    დამტკიცდეს მაგისტრანტ თამარ ლეჟავას სამაგისტრო ნაშრომის დაცვის კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1)    რისმაგ გორდეზიანი –პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2)    ლევან გორდეზიანი –პროფესორი
3)    სოფიო შამანიდი - პროფესორი
4)    ირინე ტატიშვილი – პროფესორი
5)    ნანა ტონია – ასოცირებული პროფესორი
6)    თინა დოლიძე –პროფესორი
7)    რუსუდან ცანავა – ასოცირებული პროფესორი
8)    ანა ცანავა – კომისიის მდივანი



3.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი  პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი                                     /დარეჯან თვალთვაძე/



« უკან დაბრუნება