2014-01-24
ბრძანება №:2

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სააპელაციო კომისიის შექმნის შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–5 მუხლის მე–2 ნაწილისა და 30–ე მუხლის მე–4 ნაწილის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა (რუსუდან გრიგალაშვილის, სალომე ანთელავა)2014 წლის 23 იანვრის მომართვის (N120) საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    შეიქმნას  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სააპელაციო კომისია, რათა ხელახლა შესწორდეს საგნის „ლუიჯი პირანდელოს შემოქმედება“ ფინალური გამოცდის შემდეგი სტუდენტების ნაშრომები: რუსუდან გრიგალაშვილის, სალომე ანთელავა.
2.    სააპელაციო კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
1)    მაია ჯავახაძე – ასოცირებული პროფესორი
2)    სალომე კენჭოშვილი – ასისტენტ – პროფესორი
3.    სააპელაციო კომისიის მუშაობის  შედეგები წერილობითი სახით წარმოდგენილ იქნას ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში არაუგვიანეს 2014 წლის 29 იანვრისა.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
5.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
6.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი                                / დარეჯან თვალთვაძე/


« უკან დაბრუნება