2014-07-17
ბრძანება №:44

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 25 ივნისის N34 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 25 ივნისის N34 ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და დამატება, განისაზღვროს ამ ბრძანების 1–ლი მუხლის 1.1 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ ე. ქართველური ენათმეცნიერება, ძველი ქართლი ენა და ტექსტოლოგიური კვლევა– 2014 წლის 18 ივლისი, 12:00 საათი, მერვე კორპუსი, 220– ე აუდიტორია.“

2.    თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 25 ივნისის N34 ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და დამატება, განისაზღვროს ამ ბრძანების მე–2  მუხლის 2.1 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე.ქართველური ენათმეცნიერება, ძველი ქართლი ენა და ტექსტოლოგიური კვლევა:

1)    რამაზ ქურდაძე– პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2)    დანა მელიქიშვილი – პროფესორ ემერიტუსი
3)    მერი ნიკოლაიშვილი– პროფესორი ემემრიტუსი
4)    ვახტანგ იმნაიშვილი– პროფესორ ემერიტუს
5)    დარეჯან თვალთვაძე– პროფესორი
6)    ანა ხარანაული– ასოცირებული პროფესორი
7)    ლელა ციხელაშვილი– ასოცირებული პროფესორი
8)    რუსუდან ზექალაშვილი– ასოცირებული პროფესორი
9)    სალომე ომიაძე– ასოცირებული პროფესორი
10)    კახა გაბუნია– ასოცირებული პროფესორი
11)    ინგა სანიკიძე– ასოცირებული პროფესორი
12)    მაია ლომია– ასოცირებული პროფესორი
13)    ქეთევან მარგიანი–სუბარი – ასოცირებული პროფესორი
14)    ნინო შარაშენიძე– ასოცირებული პროფესორი
15)    გიული შაბაშვილი – ასოცირებული პროფესორი
16)    მაია მადუაშვილი – ასისტენტ–პროფესორი, კომისიის მდივანი


3.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი  პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი                                / დარეჯან თვალთვაძე/


« უკან დაბრუნება