2017-05-17
ბრძანება №:23
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2016–2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი და საჯარო დაცვის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი და საჯარო დაცვის ვადების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. 2016 - 2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი დაცვა გაიმართოს 2017 წლის 19 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით.
2. 2016 - 2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართო 2017 წლის 13 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით.
3. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანის მოვალეობის შემსრულებელი /თეიმურაზ პაპასქირი/
« უკან დაბრუნება