2014-02-24
ბრძანება №:8
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2013–2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტ ნანა კაკულიას საბაკალავრო ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვის ვადის განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–5 მუხლის მე–2 ნაწილისა და 30–ე მუხლის მე–4 ნაწილის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ ნანა კაკულიას 2014 წლის 12 თებერვლის განცხადების (N405) საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს 2013–2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ ნანა კაკულიას საბაკალავრო ნაშრომის დაცვის ვადა: 2014 წლის 26 თებერვალი,16:00 საათი, მერვე კორპუსი, 227 – ე აუდიტორია (ფოლკლორისტისკის კათედრა).2. შეიქმნას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2013–2014 სასწავლოს წლის შემოდგომის სემესტრში ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ ნანა კაკულიას საბაკალავრო ნაშრომის დაცვის კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ფოლკლორი
ა) ქეთევან სიხარულიძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ) ტრისტან მახაური – ასოცირებული პროფესორი
გ) ხვთისო მამისიმედიშვილი – ასოცირებული პროფესორი
დ) ელენე გოგიაშვილი - ასისტენტ – პროფესორი
ე) ია გრიგალაშვილი – კომისიის მდივანი
3. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანის მოადგილე / თედო დუნდუა/
« უკან დაბრუნება