2020-05-27
ბრძანება №:10

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე I კურსის მაგისტრანტებისთვის ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის ფარგლებში საბუთების მიღებისა და გასაუბრების ვადების დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე I კურსის მაგისტრანტებისთვის ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის ფარგლებში საბუთების მიღებისა და გასაუბრების ვადების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 16 აპრილის, 2008 წლის 31 დეკემბრის N116/01–01 და 2013 წლის 26 დეკემბრის N183/01–01 ბრძანებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად საბუთების მიიღების ვადა განისაზღვროს 2020 წლის 8 ივნისიდან  15 ივნისის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17 :00 საათამდე (საკონტაქტო პირი: სოფო ძნელაძე - sopiko.dzneladze@tsu.ge; 551 140 074).

2. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდეს და რექტორის სახელზე წარდგინება მომზადდეს 2020 წლის 23 ივნისის ჩათვლით.

3. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

« უკან დაბრუნება