2018-10-18
ბრძანება №:36
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების, საბჭოს წევრობის მსურველი აკადემიური პერსონალის განცხადებების მიღებისა და შესაბამის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტებში არჩევნების ვადების განსაზღვრის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ
მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნების ჩასატარებლად
საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების, საბჭოს წევრობის მსურველი
აკადემიური პერსონალის განცხადებების მიღებისა და შესაბამის სასწავლო-სამეცნიერო
ინსტიტუტებში არჩევნების ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2018 წლის 12 თებერვალს დამტკიცებული სსიპ –
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ
მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნების
ჩასატარებლად დამტკიცდეს საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1.1. ზვიად მურადაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი,
კომისიის თავმჯდომარე
1.2. ეკატერინე ნავროზაშვილი – ასოცირებული პროფესორი, კომისიის
თავმჯდომარის მოადგილე
1.3. თინათინ ჩოლოყაშვილი – უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.
2. საბჭოს წევრობის მსურველი აკადემიური პერსონალი განცხადებას (დანართი №1)
წარმოადგენს ფაკულტეტის კანცელარიაში 19 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის
ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
3. განცხადების წარმოდგენა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაძლებელია
დასკანერებული სახით ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:
tamarmokverashvili@tsu.ge.
4. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის
წარმომადგენლები აირჩევიან შესაბამისი სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის (იხ.:
დანართი №2) პროფესორთა კრებაზე ღია კენჭისყრით 26 ოქტომბრიდან 31
ოქტომბრის ჩათვლით.
5. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის
სამსახურს.
6. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი
სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული
მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის
კანცელარიას.
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ნანა გაფრინდაშვილი