2013-01-10
ბრძანება №:60
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საბაკალავრო ნაშრომებისა და სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი და საჯარო დაცვის ვადების განსაზღვრის შესახებ
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საბაკალავრო ნაშრომებისა და სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი და საჯარო დაცვის ვადების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 30–ე მუხლის მე–4 ნაწილის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესისა“ და „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი დაცვა გაიმართოს 2013 წლის 16 იანვრიდან – 23 იანვრის ჩათვლით. 2. 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართოს 2013 წლის 13 თებერვლიდან – 20 თებერვლის ჩათვლით.
3. 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გაიმართოს 2013 წლის 11 თებერვლიდან - 15 თებერვლის ჩათვლით.
4. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანი დარეჯან თვალთვაძე « უკან დაბრუნება